ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს

„ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, წელს საქართველოს ეკონომიკას მაღალი ზრდის ტემპი გააჩნია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზეზია.

„კანონპროექტით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრულია 8.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, უმჯობესდება ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის მაჩვენებლები მშპ-სთან მიმართებაში. ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-იდან 3.2%-მდე, ხოლო საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 51.1%-დან 39.6%-მდე მცირდება“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, 480 მილიონით იზრდება, რაც როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პროგრამების ასიგნებების ზრდას მოხმარდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა და წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მთავრობას. რეგლამენტის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით, კვირის ბოლოს დაბრუნდება პარლამენტში, ხოლო მომავალ კვირას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს სესიაზე განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…